რეზონანსი
06.01.2020

მესტიაში წუხელ გვიან ღამით საცხოვრებელი სახლი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გაუმართავ ელექტროსადენებს გაუჩნდა, რის შედეგადაც სახლი მთლიანად დაიწვა და ცეცხლი გვერდით სახლსაც მოედო, თუმცა მაშველებმა მეორე სახლის გადარჩენა შეძლეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც მესტიის მერიაში განმარტავენ, ადგილობრივი ხელისუფლება უსახლკაროდ დარჩენილ ცოლ-ქმარს სპეციალური პროგრამის ფარგლებში დაეხმარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×