რეზონანსი
06.01.2020

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ავსტრალიის ხანძართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ავსტრალიის დასახმარებლად გზებს ეძებს.

„ჩემი ფიქრები და ლოცვა ახლა ავსტრალიაზეა. ამჟამად ვეძებ დახმარების და პროცესში ჩართვის გზებს. მანამდე კი მოდით გავზარდოთ ცნობიერება და გააზიარეთ ეს პოსტი თქვენს გვერდებზე. ავსტრალიის ხანძრის შედეგად დაიწვა 12 მილიონი აკრი, რაც უფრო მეტია, ვიდრე კალიფორნიის, ამაზონის და ციმბირის ხანძარი ერთად აღებული. კლიმატის ცვლილება რეალურია“, – წერს ბერა ივანიშვილი.

ამასთან, ბერა ივანიშვილმა საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარი გადარიცხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×