რეზონანსი
05.01.2020

ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთით ღია ოკეანეში მოცურავე მამაკაცი ზვიგენმა შეჭამა. შემთხვევა კულის კუნძულთან ახლოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული მოცურავე და საზღვაო პოლიციის ოფიცერი იყო. სამართალდამცველებს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, რადგან კანონმდებლობის მიხედვით, ისინი ვალდებულნი არიან კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში მოძებნონ ცხედარი მიმდებარე ტერიტორიაზე.

მამაკაცთან ერთად ზღვაში ქალიც იმყოფებოდა, რომელიც ინცინდენტის დროს ნავზე იყო ასული. ის, შოკისგან მიღებული სტრესისგან, უკონტაქტოა და მკურნალობას ადგილობრივ კლინიკაში გადის.

ავსტრალია ცნობილია ზვიგენების ადამიანებზე თავდასხმის მაღალი მაჩვენებლით. თუმცა, ასეთი შემთხვევები ფატალურად იშვიათად მთავრდება. ბოლოს მსგავსი ტრაგედია 2017 წელს დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×