რეზონანსი
05.01.2020

ბევრი პარფიუმერული ნაწარმი შეიცავს სპირტს. აღნიშნულმა კომპონენტმა შეიძლება ალერგიული რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს. ალერგია შეიძლება ნატურალურ ინგრედიენტებზეც განვითარდეს. მაგალითად, პრობლემები შეიძლება აღმოცენდეს ციტრუსებზე. შესაბამისად, მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანებმა ციტრუსების სურნელის სუნამოების გამოყენებისაგან თავი უნდა შეიკავონ. თუმცა თანამედროვე პარფიუმერებმა იპოვეს ამ სიტუაციიდან გამოსავალი. ქიმიკოსების მიერ სინთეზირებულმა სპეციალურმა ნივთიერებებმა ჩაანაცვლა სუნამოებში შემავალი ძირითადი ნატურალური ელემენტები. სინთეზური ნივთიერებები ადამიანებში გვერდით რეაქციებს არ იწვევს.

ამასთან არსებობს რიგი ნივთიერებებისა, რომელთა პარფიუმერიაში გამოყენება აკრძალულია. დამტკიცებულია, რომ კანზე მათმა რეგულარულმა გამოყენებამ, შეიძლება კიბოს განვითარების პროვოცირება მოახდინოს. უნდა აღინიშნოს, რომლეგალურ ბაზარზე გასვლამდე ყველა პარფიუმერული პროდუქცია გადის უსაფრთხოების დამადასტურებელ სერთიფიცირებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×