რეზონანსი
05.01.2020

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მისამართით კიდევ ერთ მუქარას ავრცელებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერზე" დაწერა.

მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორ ტრილიონ დოლარზე მეტი დახარჯა სამხედრო შეიარაღებაში.

„ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი და საუკეთესო შეიარაღება მსოფლიოში! თუკი ირანი თავს დაესხმება ამერიკულ ბაზას ან ნებისმიერ ამერიკელს, ჩვენ გავგზავნით უახლეს და უმშვენიერეს აღჭურვილობას მათი მისამართით... ყოველგვარი დაყოვნების გარეშე", - წერს დონალდ ტრამპი ტვიტერზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×