
საქართველოს მოქალაქე, რომელიც მეუღლესთან ერთად ერაყში, ბაღდადის მახლობლად ქალაქ მოსულში ცხოვრობს, "მთავარ არხს" დაუკავშირდა და არსებულ საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. იგი აცხადებს, რომ ხელისუფლებისადმი არაერთი მიმართვის მიუხედავად მას ვერც ერაყში იცავენ და ვერც საქართველოში შეუქმნეს შესაბამისი პირობები.
23 წლის საქართველოს მოქალაქე ქალი ითხოვს, რომ მისი იდენტიფიცირება არ მოხდეს. მისი განცხადებით, იგი ერაყში მძიმე სოციალური გაჭირვების გამო იმყოფება.
"არცერთი ერაყის მოქალაქე, არცერთი ქართველი აქ არ არის დაცული. არავინ აიცის ხვალ რა მოხდება აქ. ჩვენ აბსოლუტურად დაუცველები ვართ. მე აქ წამოვედი იმის გამო რომ ჩემს მეუღლეს ბინადრობის უფლება არ მისცეს საქართველოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბინადრობა არ არის მოქ1ალაქეობა, ბინადრობა არის ცხოვრების უფლება," - აცხადებს იგი.
გოგონას თქმით, ერაყსა და ქურთისტანში 10 000-მდე საქართველოს მოქალაქეა, რაც დოკუმენტურად დასტურდება, თუმცა არაოფიციალურად შესაძლოა იქ გაცილებით მეტი ქართველი ცხოვრობდეს.