რეზონანსი
05.01.2020

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაშავებულია რამდენიმე ადამიანი და დამტვრეულია 6 ავტომობილი.

პირველადი ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში მოძრავმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ კი ნონეშვილის გამზირზე მდებარე ჯიხურს და აფთიაქს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, შედარებით მძიმეა ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა,რომელიც ქვეითად მოსიარულე იყო.

იგი ჯეოჰოსპიტალის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საქმე სსსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×