რეზონანსი
05.01.2020

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საშობაოდ პატიმრების შეწყალებას აპირებს. მოხვდება თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომლის თაობაზე ზურაბიშვილს საქართველოს საპატრიარქომ მიმართა, შეწყალებულთა სიაში ჯერჯერობით უცნობია.

თავად სალომე ზურაბიშვილი ამ თემაზე ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს. აღსანიშნავია, რომ გუშინ საპატრიარქოში ილია მეორის დაბადების დღის მისალოცად სალომე ზურაბიშვილი საათზე მეტი ხნის განმავლობაშ იმყოფებოდა, თუმცა ისაუბრეს თუ არა პატრიარქმა და პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალების საკითხზე, ცნობილი არ არის.

დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატის მიხეილ რამიშვილი პრეზიდენტისგან რაიმე გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×