რეზონანსი
05.01.2020

ქარელის მუნიციაპლიტეტის სოფელ ბრეძში მომხდარ საზარელ ავტოსაგზაო შემნთხვევაზე თვითმხილველები საუბრობენ. მარიამ გულისაშვილის თქმით, ტრაგიკული ავარია დაახლოებით 19:30 წუთზე მოხდა. სწორედ ამ დროს შემოესმა ყვირილის ხმა და მაშინ გაიგო, რომ ავარიის შედეგად 9 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

"სახლში ვიყავი, როდესაც დიდი ხმაური შემომესმა, გარეთ გავედი და საშინელი სურათი დამხვდა, მიწაზე იყვნენ დამხობილები და შველას ითხოვდნენ. ყველანი ფეხზე იდგნენ დასისხლიანებულები იყვნენ. გარდაცვლილი ბავშვის დედა სოფელ აბანოდან არის. სწორედ იქ იყვნენ წასულები ბავშვის პაპა, შვილი, შვილიშვილი და მოყვარე ავარიაც სწორე აბანოდან წამოსვლისას შეემთხვათ. ზუსტად არ ვიცი, თუმცა სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ბექობზე ამხტარან და ამოტრიალდა მანქანა. გარდაცვლილი ბავშვის დედა მესამე შვილს ელოდება", - განუცხადა "დიანიუსს" სოფლის გამგებელმა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთი თვითმხილველია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×