რეზონანსი
04.01.2020

თბილისში რვა წლის გოგონა გარდაიცვალა, რის გამომწვევ მიზეზსაც ექსპერტიზა ადგენს. „პრივატ კლინიკის“ ექიმი რეანიმატოლოგი ოლიკო გახელაძე აცხადებს, რომ ბავშვი დღეს, დილას დაიღუპა.

„პაციენტი შემოვიდა ავადობის სამდღიანი ანამნეზით. შემოსვლისას ყურადღებას იპყრობდა სუნთქვის უკმარისობა ცხელების ფონზე. დაწყებული მკურნალობის ფონზე, მდგომარეობა სწრაფად პროგრესირებდა. განვითარდა რესპირატორული დისტრესის კლინიკა. პაციენტი გადაყვანილ იქნა ხელოვნურ ვენტილაციაზე. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა ძალიან გართულდა. გამოიხატა პოლიორგანული უკმარისობა და დღეს დილას დასრულდა ლეტალური გამოსავლით. გაგზავნილია მასალა გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებისათვის. „ღორის გრიპი“ არ დასტურდება. მოზარდი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩვენს კლინიკაში“, – განცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ოლიკო გახელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×