რეზონანსი
04.01.2020

(რეზონანსი) წნორში მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 28 წლის მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა.

ილიკო გურაშვილს გამოძიებაგანზრახ მკვლელობასთან ერთად საკუთარი დეიდის სახლის ძარცვასაც ედავება.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე სსკ-ის 108 მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება 109 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლებას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

ილიკო გურაშვილს თელავში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში ბრალი დღეს წარედგინა. დაკავებულს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×