რეზონანსი
04.01.2020

(რეზონანსი) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში დღეს ახალგაზრდა კაცმა თავი მოიკლა. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი 37 წლის გურამ გურგენიძეა.

თვითმკვლელობის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

„შეძრწუნებულები ვართ ყველა. არ ვიცი რა მოხდა. რატომ უნდა გაემეტებინა თავი. შესანიშნავი ახალგაზრდა იყო, ჩამოყალიბებული პიროვნება. დამწუხრებულია მთელი სოფელი", - ამბობს მერის წარმომადგენელი სოფელ გუთურში გოგი პაიჭაძე.

ახალგაზრდა კაცს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×