რეზონანსი
04.01.2020

(რეზონანსი) რუსთავში პიროტექნიკის გამოყენებისას, ექვსი არასრულწლოვანი და ორი მოზრდილი დაშავდა. მათგან ორ მოზარდს თითების ამპუტაცია დასჭირდა. ოპერაცია ერთს თბილისში, მეორეს კი რუსთავშივე ჩაუტარდა. ინფორმაციას ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ შედეგიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, პიროტექნიკა მოზარდებს ხელში აუფეთქდათ. ამიტომ ფიქრობენ, რომ ის ვადაგასული იყო. ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

რუსთავში, გასულ წელთან შედარებით, დაშავებულთა რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია. ამ დროისთვის რუსთავის კლინიკებში არცერთი პაციენტი აღარ რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×