რეზონანსი
04.01.2020

(რეზონანსი) ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდია კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

თავად ანა ჯაბაური თურქეთში გამგზავრებას ხვალ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია თურქეთის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. საქართველოდან გადაყვანის შემდეგ, მას საზღვარგარეთ ქირურგიული ოპერაცია აღარ ჩატარებია.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ. მისი დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×