რეზონანსი
04.01.2020

(რეზონანსი) წნორში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 50 წლის ქალი მისივე დისშვილმა სავარაუდოდ, ჯერ სცემა შემდეგ კი მოკლა. დისშვილის მხრიდან დეიდაზე ძალადობის მოტივად ძარცვა სახელდება.

ამ ვერსიას არ გამორიცხავენ არც მოკლულის მეზობლები და ამბობენ, რომ სახლიდან ძვირფასეულობა და ფულია წაღებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ჩხუბი უძღოდა. თუმცა "კურიერთან" საუბარში მეზობლები ამბობენ, რომ დაპირისპირების და ჩხუბის ხმა არ გაუგიათ.

მათივე თქმით, ამ ფაქტის შესახებ მკვლელობაში ბრალდებულის დედისგან შეიტყვეს, რომელიც დასთან ერთად ცხოვრობდა. სახლში დაბრუნებულს კარი ჩაკეტილი, და კი მოკლული დახვდა. პოლიციაც თავადვე გამოიძახა.

მეზობლებს უჭირთ გაიხსენონ ჰქონდათ თუ არა დეიდას და დისშვილს სხვა დროსაც კონფლიქტი. მათი თქმით, მოკლულის დისშვილი ადრე დედას და დეიდას ხშირად აკითხავდა, ბოლო პერიოდში კი ის მეზობლებს დეიდასთან სტუმრად არ შეუმჩნევიათ.

მეზობლების ნაწილი ამბობს, რომ გარდაცვლილის ერთადერთი შემოსავალი პენსია იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა, მოკლულის სახლიდან ფული და ძვირფასი ნივთები წაიღო და მიიმალა. ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ადგილიდან წაღებული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×