
(რეზონანსი) "გიჟი თავისუფალია", - ასე პასუხობს ზაქარია ქუცნაშვილი თამაზ მეჭიაურს. "ჯერ მაგაზე ადრეა ლაპარაკი. თუ დავაპირებ კენჭისყრას, რომ გავიმარჯვებ, ნამდვილად ვიცი", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა "მთავარ არხთან".
იქამდე თამაზ მეჭიაურმა განცხადება ქუცნაშვილის შესახებ ჯერ სოციალურ ქსელში გააკეთა და დაწერა:
"ბოლო-ბოლო, ან კანდიდატურა დააყენე, ან ტრ...! მით უფრო, კვლავ შენი წელი დადგა...ამოვიდა ყელში შენი "კრისობა"!
p.s. მე კანდიდატურას ვაყენებ!" - წერს თამაზ მეჭიაური Facebook-ში.
შემდეგ კი "მთავარ არხთან" არ გამორიცხა, რომ ზაქარია ქუცნაშვილი ევაჭრება "ქართულ ოცნებას" და სურს წარმოაჩინოს თავი, თუ რამდენად წონადი ფიგურაა.
"ალბათ ევაჭრება, რომ თუ თიანეთში არ დააყენებენ მის კანდიდატურას, მაშინ დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს და ამით პრობლემა შეუქმნან", - თქვა თამაზ მეჭიაურმა.