რეზონანსი
04.01.2020

ავსტრალიაში ხანძარს ვეღარ აკონტროლებენ. ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახანძრო სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორიის დატოვებას აღარ შეეცადონ და თავშესაფარი ადგილზევე ეძებენ.

„ტერიტორიის დასატოვებლად უკვე ძალიან გვიანაა, ეძებეთ თავშესაფარი,“- ნათქვამია სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, მდგომარეობას ტემპერატურის მატება და ძლიერი ქარი ართულებს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონის განცხადებით, მეხანძრეებს ხანძართან გამკლავებაში 3000 ჯარისკაცი დაეხმარება. გარდა ამისა, ევაკუაციის პროცესში სამხედრო ფლოტის მესამე ხომალდი ჩაერთო.

მიმდინარე კვირაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. დაკარგულად კი ამ დროისთვის 21 ადამიანი ითვლება.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ხანძარი სექტემბერში გაჩნდა. დამწვარია 1300-ზე მეტი სახლი და 5.25 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ის სკოტ მორისონის განცხადებით, მეხანძრეებს ხანძართან გამკლავებაში 3000 ჯარისკაცი დაეხმარება. გარდა ამისა, ევაკუაციის პროცესში სამხედრო ფლოტის მესამე ხომალდი ჩაერთო.

მიმდინარე კვირაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. დაკარგულად კი ამ დროისთვის 21 ადამიანი ითვლება.

ავსტრალიაში ხანძარი სექტემბერში გაჩნდა. დამწვარია 1300-ზე მეტი სახლი და 5.25 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია.

აიპიენი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×