რეზონანსი
03.01.2020

ტელეკომპანია „მთავარის" ინფორმაციით, საქართველოში ვირუსული აფეთქების ახალ ტალღას მედიკოსები თებერვლიდან ელოდებიან. ტელეკომპანიის ცნობით, წელს საქართველოში შარშანდელთან შედარებით B ტიპის ვირუსი ჭარბობს, რაზეც მოქალაქეებს ნაკლები იმუნიტეტი აქვთ, ამიტომ მას გართულებები ახლავს და ორგანიზმს ვირუსის დამარცხება უჭირს.

„ვინაიდან B ტიპის ვირუსი წინა წლებში იშვიათად იყო, ნაკლები აქვს პოპულაციას მისდამი იმუნიტეტი და ცოტა შეიძლება გახანგრძლივებულადაც მიმდინარეობდეს. ჩვენს მოსახლეობას აშინებს B ტიპის ვირუსის დიაგნოზი. " - აცხადებს ექიმი.

შესაძლოა ვირუსული პიკის გამო, პოლიკლინიკების ნაწილი მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდეს.

„მთავარის" ინფორმაციით B ტიპის ვირუსის ინფექცია განსაკუთრებით ასაკოვან და მოზარდ თაობაში რთულდება. A ტიპის ვირუსისგან განსხვავებით B ტიპის ვირუსი ორგანიზმში რამდენიმე დღით უფრო მეტხანს რჩება და მარტივად რთულდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×