რეზონანსი
03.01.2020

(რეზონანსი) გურჯაანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამლული მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - ამის შესახებ განცხადებას ექიმი აკეთებს.

პურის საცხობში უგონო მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი თანამშრომელმა იპოვა.

მძიმე მდგომარეობის გამო, ორივე თბილისში გადმოიყვანეს და ამ დროისთვის, პაციენტები მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

"ამ ეტაპზე ორივე მართვით სუნთქვაზე იმყოფება, კრიტიკულად მძიმეა ორივე. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი დასტაბილურდება. არ ვიცით ანამნეზის და ინტოქსიკაციის ხანგრძლივობა, ნანახია გაამთენიისას ორივე. როდის გახდნენ ცუდად, როდის დაიწყო ეს პრობლემები არავინ არ იცის," - აღნიშნა მკურნალმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×