რეზონანსი
03.01.2020

(რეზონანსი) ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებული 8 არასრულწლოვნიდან, რომლებიც იაშვილის კლინიკაში შეიყვანეს, 7 ამ დრომდე კლინიკაში რჩება და მკურნალობას განაგრძობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ კლინიკიდან უახლოეს დღეებში გაწერენ.

„არასრულწლოვნებს დაზიანებები კიდურებზე, ხელის მტევნებზე აღენიშნებოდათ. შვიდივე მათგანს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია",-განაცხადეს კლინიკის პრესსამსახურში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×