რეზონანსი
03.01.2020

(რეზონანსი) 4 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 5-7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს რაიონში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ამაღამ და ხვალ, 4 იანვარს, დილის საათებში მცირე ნალექია მოსალოდნელი, ქალაქის გარეუბნებში კი შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს. 5-7 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×