რეზონანსი
03.01.2020

(რეზონანსი) "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე „ინტერ მედია პლიუსის" დირექტორის, ზურაბ იაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. მოსამართლის განმარტებით, ნიკა გვარამიამ და ბექა ბასილაიამ სასამართლოს მიმართ უპატივცემლობა გამოიჩინეს.

ხმაური სასამართლო სხდომების თარიღის განსაზღვრას მოჰყვა. დაცვის მხარისთვის მოსამართლის მიერ გაწერილი სამუშაო განრიგი მიუღებელი აღმოჩნდა, ვინაიდან მათივე თქმით, იმ დღეებში, რომელ დღეებშიც მოსამართლემ სხდომები ჩანიშნა, ისინი სასამართლოში გამოცხადებას ვერ შეძლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×