რეზონანსი
03.01.2020

(რეზონანსი) უკრაინის ავტოკეფალიაზე საპატრიარქომ კრემლიდან მიიღო გამაფრთხილებელი გზავნილი - ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ TV პირველის ეთერში საუბრისას განაცხდა.

ის საპატრიარქოს ქცევას "დიდ სირცხვილს" უწოდებს, რომ ქართული ეკლესია საბჭოთა მემკვიდრეობისაგან ვერ გათავისუფლდა.

"როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, კრემლიდან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ყოფილა გზავნილი გამაფრთხილებელი საპატრიარქოში, რომ ამ საკითხთან (უკრაინის ავტოკეფალიასთან) მიმართებით გამოიჩინა დიდი სიფრთხილე... რა თქმა უნდა, უნდა ყოფილიყო მსჯელობა სინოდის ბოლო სხდომაზე. ეს აბსოლუტურად მომწიფებულია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის უპრინციპობა, რასაც ამჟღავნებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ საკითხზე", - აცხადებს პეტრე ცაავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×