რეზონანსი
03.01.2020

(რეზონანსი) თიანეთის მერმა, თამაზ მეჭიაურმა ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.

პოსტს თიანეთის მერი პირად „ფეისბუქ" გვერდზე აქვეყნებს.

„ბოლო-ბოლო, ან კანდიდატურა დააყენე, ან ტრაკი!

მით უფრო, კვლავ შენი წელი დადგა...

ამოვიდა ყელში შენი „კრისობა"!

p.s.მე კანდიდატურას ვაყენებ!", - წერს თამაზ მეჭიაური.

შეურაცხმყოფელ სტატუსთან დაკავშირებით თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ მისი ეს სტატუსი ზაქარია ქუცნაშვილის ბოლო პერიოდში გააქტიურებას უკავშირდება.

„ეს უკავშირდება ქუცნაშვილის გააქტიურებას ბოლო პერიოდში, ინტრიგებს ხლართავს, კონკრეტულად არ მინდა თქმა მაქვს რაღაც ინფორმაციები, ამიტომაც მოვუწოდე მას, რომ ამ ინტრიგების ხლართავს სჯობს, რომ დააყენოს კანდიდატურა და მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვუთხარი რაც საჭირო იყო. არ არის გამორიცხული, რომ აქტიურად დაუბრუნდეს პოლიტიკურ მოღვაწეობას", - ამბობს თამაზ მეჭიაური "პრაიმტაიმთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×