რეზონანსი
03.01.2020

(რეზონანსი) ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი გარდაცვლილი 25 წლისაა. ავარიის დროს ერთი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა 2 იანვარს, ღამის საათებში მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახებამ გამოიწვია. გარდაცვლები სოფელ კუხის მცხოვრებლები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი, ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×