რეზონანსი
02.01.2020

მხატვარ თამთა კოსტავას ოჯახის წევრები ეძებენ. ის სახლიდან 2 იანვარს, დილით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. 

როგორც ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი აცხადებს, თამთა მკურნალობას გადის და ძლიერი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

"თამთა საშინაო ფორმაში, ხალათში და სახლის ჩუსტებით გავიდა ქუჩაში და მას შემდეგ, მისი ოჯახის წევრებს აღარ უნახავთ. მას ასევე, ეძებს პოლიცია. მოქალაქეებს ვთხოვთ გამოიჩინონ გულისხმიერება. თუ ვინმემ იცის თამთას ადგილსამყოფელის შესახებ, ან ქუჩაში დაინახეს, აუცილებლად დაუკავშირდნენ მის ოჯახს", - აცხადებს ქეთი სესიაშვილი და ტელეფონის ნომრებს აქვეყნებს: 592 777 311, 555534241, 568031111

თამთა კოსტავა საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ქალიშვილია. 

,,რეპორტიორი”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×