რეზონანსი
02.01.2020

თბილისში, 4 იანვარს, ღამისა და დილის საათებში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ქალაქის გარეუბნებში კი შესაძლებელია მცირე თოვლი მოვიდეს. გრძელვადიანი პროგნოზების მთავარი სპეციალისტი ნინო წვერავას ინფორმაციით, ტემპერატურა ხვალ 7 გრადუსამდე იქნება.

„თბილისში ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დაახლოებით 7 გრადუსამდე აიწევს. 4 იანვარს კი, მცირე ნალექია მოსალოდნელი ღამისა და დილის საათებში. ქალაქის გარეუბნებში კი მცირე თოვლია შესაძლებელი. 4 იანვარს, ღამის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ხოლო ღამის ტემპერატურა 5 გრადუსამდე იქნება. 5 იანვრიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა დაახლოებით 10 გრადუსამდე აიწევს“, - განაცხადა ნინო წვერავამ.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართვლოში 8 იანვრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხვალიდან კი დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს. 7 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

აღმოსავლეთს საქართველოში კი 3 და 4 იანვარს ზოგან მოსალოდნელია მცირე ნალექი, 7 იანვრამდე, ღამით ტემპერატურა დაახლოებით -3 + 2 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, დღის ტემპერატურა კი 5 -10 გრადუსის ფარგლებში იქნება.

აიპიენი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×