რეზონანსი
01.01.2020

ახალი წლის ღამეს ტრადიციულად ყველას უყვარს ალკოჰოლის მიღება, ტრადიციას ხშირად არ ღალატობენ ქრონიკულად დაავადებულებიც, რომლებიც ამა თუ იმ პრეპარატს იღებენ. ამ დროს ბევრი პრეპარატი ვერ ერწყმის ალკოჰოლს. ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი სისხლძარღვთა გაფართოების ფაზის შემდეგ მათ შევიწროებას (სპაზმს) იწვევს. ჰიპერტონიით დაავადებულთათვის ეს შესაძლოა წნევის მაჩვენებელთა მკვეთრი მატებით და ჰიპერტონული კრიზითაც კი დასრულდეს.

კატეგორიულად დაუშვებელია სპირტიანი სასმელების (შამპანურისაც კი) დალევა, თუ ადამიანი იღებს დამამშვიდებელ, ფსიქოტროპულ პრეპარატებს შფოთვისა და განგაშის შესამცირებლად, ასევე ასპირინს, იბუპროფენს, დიკლოფენაკს, პარაცეტამოლს, ანტიდეპრესიულ და ნეიროლეფსიურ საშუალებებს.

კატეგორიულად არ ერწყმის ალკოჰოლს ასევე ჩონჩხის კუნთების სარელაქსაციო (მომადუნებელი) საშუალებებიც, ინსულინი და შაქრის დამაქვეითებელი პრეპარატები, სტატინები – პრეპარატები, რომლებიც ქოლესტერინის დონის ნორმალიზაციისათვის არის გამიზნული. ეთანოლთან ამ პრეპარატების შერწყმამ შეიძლება მძიმე გართულებები გამოიწვიოს, ლეტალური შედეგიც კი.

ალკოჰოლური სასმელების დალევის შემდეგ საშიშია ასევე ცეფალოსპორინების, სულფანილამიდების (ბისეპტოლის ჩათვლით).

ნიტროფურანების (ფურაზოლიდონი), მეტრონიდაზოლის მიღება. გულის პათოლოგიით დაავადებულებს, რომლებიც იღებენ ვარფარინს, მედიკოსები ასევე უკრძალავენ ალკოჰოლის მიღებას.

მკურნალი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×