რეზონანსი
31.12.2019

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებას დარბაზში უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა. მოსამართლე „მონა, მონას“ შეძახილებით გააცილეს.

პროცესზე ბრალდების მხარე გიორგი რურუას მიმართ გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის განმარტებით, გიორგი რურუას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე არსებობს. ამასთან, პროკურორის თქმით, არსებობს რისკი, რომ მან გავლენა მოახდინოს მოწმეეზე ან გამოძიებას ხელი შეუშალოს.

ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ ადვოკატები. როგორც დაცვის მხარე აცხადებდა, გიორგი რურუას დაკავებისას მიმალვა არ უცდია, არც მოწმეებზე ზემოქმედება მოუხდენია, შესაბამისად, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს. ადვოკატები რურუას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

გიორგი რურუა 18 ნოემბერს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×