რეზონანსი
31.12.2019

 მოსამართლე კი არა, ბიძინა ივანიშვილის გასაბერი ზვიგენია და მისი ადგილი პროცესზე არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურას ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი დარბაზში წესრიგის დაცვის მიზნით დაიხურა. პროცესის დახურვამდე, რურუას ადვოკატებმა სხდომის გასაშუქებლად „მთავარი არხის" დაშვებაც მოითხოვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

„სრულიად სამართლიანი პროტესტი მოჰყვა მის სამარცხვინო, დაუსაბუთებელ, კანონთან შეუსაბამო და პოლიტიკურად მიკერძოებულ გადაწყვეტილებას. დამსწრეები დარბაზიდან არ გამოდიან. ეს მოსამართლე არ შეიძლება იდგეს დარბაზში, მას ეტყობა როგორ აპირებს სასამართლო სხდომის გაგრძელებას.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის არის გასაბერი ზვიგენი და არა მოსამართლე, ბიძინა ივანიშვილის გასაბერი ზვიგენი და მისი ადგილი არ არის სასამართლო პროცესზე და მას ავიცილებთ. როგორ შეიძლება, როცა მოსამართლის მაგივრად გასაბერი ზვიგენი გვხვდება, ამან პროტესტი არ გამოიწვიოს?", - განაცხადა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×