რეზონანსი
31.12.2019

„მონა ხარ ჩვეულებრივი, ბიძინას მონა! არ გავალთ დარბაზიდან და დაგვიჭირეთ",- ასე მიმართეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს მას შემდეგ, რაც მან სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

რურუას ადვოკატები მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილებას ითხოვენ.

როგორც დაკავებულების უფლებადამცველებმა განაცხადეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატიულობა არ აკმაყოფილებთ, რის გამოც გასაშუქებლად „მთავარი არხიც უნდა დაუშვან.

ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

წყარო: "პრაიმ ტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×