რეზონანსი
31.12.2019

თბილისის მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო ღონისძიების გამო, 22:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანთან გზის რამდენიმე მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება.

თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტი გაივლის სასტუმრო „რედისონთან" მდებარე პანდუსს, მობრუნდება ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი), საიდანაც გზას რუსთაველის გამზირზე განაგრძობს.

„სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება. ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას მონიტორინგს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გაუწევენ", - აცხადებენ თბილისის მერიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×