რეზონანსი
31.12.2019

 „დაყავი, გარყვენი და იბატონე - ესაა ერთადერთი, რისი შემოთავაზებაც „ოცნებას" შეუძლია ამ ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის - იმ შვილებისთვის, ვისი სახელითაც დადგეს ეს ატრაქციონები და ბატუტები",- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვები დაუპირისპირეს „კაცს, რომელსაც ჯერ შვილი მოუკლეს და მერე იმის უფლებაც წაართვეს, სიმართლე იცოდეს- ვინ და რატომ ჩაიდინა ეს!"

„ყველაფრის მიღმაა ცინიზმის ხარისხი. ყველაფრის მიღმაა სახელმწიფოს და საზოგადოების ასეთი ჩეხვა. არცერთი ღირსების შეგრძნების მქონე ადამიანი შვილს არ მოიყვანს ამ ატრაქციონებზე. თავად დასხედით ზედ, ჯამბაზებო, სხვა მაინც არაფრისთვის ვარგიხართ",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ რუსთაველზე პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია გაასუფთავა. ტერიტორიიდან კარვები აიღეს, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილის კუთვნილი კარავიც.

თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ პარლამენტთან არსებული კარვების პატრონებს მათ წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია კარვების აღებასთან დაკავშირებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×