რეზონანსი
30.12.2019

(რეზონანსი) არლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" მიმდინარე წლის შეფასება გააკეთა:

"ისეთი შეჭირვება მინახავს, მათ შორის, ჩემი ცხოვრების გამოცდილება შემიძლია, მოვიგონო, როდესაც მე და მამაჩემი დავდიოდით ბაზარში და ვვაჭრობდით. ბევრს ვერაფერს ვყიდულობდით, მაგრამ ხალხის სიმრავლეს ნამდვილად ვემატებოდით ჩვენც. რეალური არის ის, რომ საზოგადოებას მსუყედ არ ეტყობა თუნდაც ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდა კერძო სექტორში, სოფლის მეურნეობაც ნულიდან, როგორც იქნა, ნელ-ნელა წამოიწია და ხალხს გაუჩნდა შემოსავალი და მთელი რიგი სახელმწიფო პროექტები შემიძლია დაგისახელოთ, სადაც ხალხი საკმაოდ თავდაჯერებულად არის შესული, მაგრამ რეალურად მთლიანობაში ჩვენი მდგომარეობა არ არის არანაირად სატრაბახო." - განაცხადა გია ვოლსკიმ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×