რეზონანსი
30.12.2019

(რეზონანსი) ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ ბაკურ სორდიას ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

აღკვეთ ღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 30 წლის ქალის თვითმკვლელობის ფაქტზე მისი ქმარი 29 დეკემბერს დააკავეს. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×