რეზონანსი
30.12.2019

2020 წლიდან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ – ის საფასური ორმაგდება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ფიქსირებული გეოგრაფიული, ან არაგეოგრაფიული ზონის და ასევე, მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები ყოველთვიურად 40 თეთრს გადაიხდიან.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ძალაში მყოფი მთავრობის დადგენილებით, „112“-ის საფასური ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 50 თეთრი იყო. ახალი დადგენილების მიხედვით კი, ამჯერად ფიზიკური და იურიდიული პირები ერთნაირ საფასურს – 40 თეთრს  გადაიხდიან.

„112“-ის საფასური გადაიხდევინება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ჯამში 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა, ან მომსახურებით სარგებლობა.

საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×