რეზონანსი
30.12.2019

 ავსტრალიაში, ძლიერი ხანძრის შედეგად მოხალისე მეხანძრე დაიღუპა, კიდევ ორი ადამიანი კი დაშავებულია.

ქვეყნის ხელისუფლებამ ქალაქ მელბურნის ხუთი უბნის მცხოვრებლებს მოუწოდა, დატოვონ საცხოვრებელი სახლები.

ქალაქის ცენტრიდან 16 კილომეტრში, ცეცხლი სახლების მიმართულებით გავრცელდა. ხანძარმა 1000-ზე მეტი სახლი გაანადგურა.

ამჟამად ცეცხლის გავრცელება შეჩერებულია. მელბურნში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს.

მაღალ ტემპერატურას ძლიერი ქარი ახლავს თან, რაც ცეცხლის ჩაქრობას ართულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×