რეზონანსი
30.12.2019

 "ქართული ოცნების" დეპუტატი კარლო კოპალიანი რუსთავი 2-თან საუბრის ამბობს რომ მოსახლეობას არ უჭირს და ამას "ბაზარში" ხალხის სიმრავლით ხსნის:

"ხალხს ქართული ოცნების ხელისუფლება აცხოვრებს ისეთ პირობებში, რომელზე წარმოდგენა 7 წლის უკან წარმოუდგენელი ამბავი იყო. უბრალოდ, ვერც წარმოვიდგენდით. არ არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ეს არის ნარატივი, ვისიც კარგად ვიცით ჩვენ. ეს არის აპოკალიფსის დახატვა რომ უნდათ ზოგიერთებს და არ გამოსდით, ეს არის მეტი არაფერია. გადით, გაიარეთ ჰიპერმარკეტებში, შედით ბაზარში, ვერ გაივლით ფიზიკურად, თუ ხალხს ფული არ აქვს და უჭირს, ბაზარში ვერ შევა. თუმცა, რა თქმა უნდა, გეთანხმებით იმ კუთხით, რომ არის სოციალური შეჭირვებული ფენა"- აცხადებს დეპუტატი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×