რეზონანსი
30.12.2019

 "რძე უფრო გიყვარს თუ ყველი"- ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მოქალაქეს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, რომელიც მალევე წაშალა.

კალაძის ეს მიმართვა იყო პასუხი მოქალაქის კრიტიკულ კომენტარზე, რომელიც მან მამუკა მდინარაძის მისამართით გააკეთა, რასაც თბილისის მერის გაღიზიანება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ტრადიციული პირდაპირი ჩართვა ჰქონდა სოციალურ ქსელში. კალაძის „ფეისბუქლაივი" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემაც გამოიყენა და მან მოქალაქეებს და ემიგრანტებს მიმართა.

დედაქალაქის მერის აღნიშნული კომენტარი „პირველმა რადიომ" ე.წ. სქრინშოთის სახით შეინახა, სანამ ის კალაძის ფეისბუქგვერდიდან წაიშლებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×