
თბილისის საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ ერეკლე კუხიანიძემ „2020NEWS"-თან ისაუბრა.
როგორც კუხიანიძე ამბობს, მას სურს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დაიცვას იმ ადამიანებისგან, რომლებიც მასზე შეტევას ახორციელებენ.
„მინდა, ვაჟა გაფრინდაშვილს შევხვდე. ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ის არის მსხვერპლი. მასზე დარტყმები უკვე წამოვიდა. ეს ყველაფერი ვიცი როგორ უნდა ავაცილო. თუ მას ექნება შეხვედრის სურვილი და ვინმე დამეხმარება, დღესვე შევხვდები. ვიცი, როგორ უნდა დავალაგო სიტუაცია ისე, რომ მასზე შეტევა აღარ განხორციელდეს", - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.
შეგახსენებთ, ერეკლე კუხიანიძე „ქართული ოცნებიდან" მას შემდეგ გარიცხეს, რაც საკრებულოს წევრმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.