
პოლონეთის პრეზიდენტი მატეუშ მორავეცკი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს სიცრუეში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, პუტინი მეორე მსოფლიო ომზე საუბრისას მიზანმიმართულად იტყუება.
„პრეზიდენტი პუტინი პოლონეთთან მიმართებაში გამიზნულად იტყუება;
ეს არაერთგზის მოხდა. როგორც წესი, ის ასე მაშინ იქცევა, როცა რუსეთი გრძნობს საერთაშორისო ზეწოლას თავისი ქმედებების გამო", - აღნიშნა მორავეცკიმ.
მორავეცკის ეს განცხადება ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. კერძოდ, პუტინმა განაცხადა, რომ პოლონეთი ჩეხოსლოვაკიის გახლეჩაში მონაწილეობდა, საბჭოთა ჯარები კი პოლონეთში მას შემდეგ შევიდა, რაც პოლონეთის მთავრობამ საკუთარ ჯარზე კონტროლი დაკარგა.