რეზონანსი
30.12.2019

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრზიდენტის ვაჟმა კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, რომ ცოტნე გამსახურდიას ოჯახის სურვილია მან უცოეთში გააგრძელოს მკურნალობა, თუმცა, სხვა საკითხებთან ერთად, გასარკვევია, ვინ დაფარავს მკურნალობის ხარჯებს.

„ყველაფერი უცვლელია, ცოტნეს მდგომარეობა იგივე რჩება, სტაბილურად მძიმე, არც გაუარესებაა და არც უკეთესობა. ოჯახს სურვილი გვაქვს, რომ მისი გადაყვანა უცხოეთში მოხდეს, თუმცა, ეს საკითხი სხვა გარემოებებზეა დამოკიდებული. ერთი – ჯანმრთელობის მდგომარეობა, მეორე – თავად კლინიკა როგორ გადაწყვეტს და მესამე -ვინ დაფარავს საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს. ალბათ, ხელისუფლება გადაიხდის“, – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ კონსტანტინე გამსახურდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×