რეზონანსი
30.12.2019

ცოტნე გამსახურდია მკურნალობას უცხოეთში გააგრძელებს. მისი მეუღლის, ანა ჯაბაურის განმარტებით, პირველი პრეზიდენტის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა.

ჯაბაურის განცხადებით, ამის გამო უახლოეს დღეებში ცოტნე გამსახურდიას სამკურნალოდ გერმანიაში ან თურქეთში გადაიყვანენ.

„ცოტნეს მდგომარეობა სტაბილურია. განმეორებით ჩატარებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ მცირე დადებითი დინამიკა აჩვენა. ხვალ ან ზეგ მას გერმანიაში ან თურქეთში გადავიყვანთ“, - განაცხადა ჯაბაურმა.

პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბერს, ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 5 ადამიანი 20 დეკემბერს დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×