რეზონანსი
29.12.2019

ასპინძაში მომხდარი ავარიის შედეგად, რომლის დროსაც მოპედზე მსხდომი ორი მეშვიდეკლასელი დაშავდა, ერთ-ერთი გარდაიცვალა.

ცხედარს თბილისის იაშვილის კლინიკიდან ასპინძაში ხვალ გადაასვენებენ.

მძიმეა მეორე დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ასპინძაში 25 დეკემბერს მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახნენ.

დაშავებული მოზარდები კატასტროფის მანქანამ ჯერ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მოგვიანებით მათი გაწერა თბილისში გახდა საჭირო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×