რეზონანსი
29.12.2019

ამ წუთებში საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორესა და წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივან, კარდინალ პიედრო პაროლინს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას საპატრიარქოში ვატიკანისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებიან.

როგორც ილია მეორემ შეხვედრაზე ბრძანა, კარდინალის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბევრი განსაცდელი გვაქვს გამოვლილი საქართველოს. ჩვენ ვიცავდით ჩვენს ეროვნებას, კულტურას, ჩვენს ტრადიციებს, ენას და დღემდე ვცხოვრობთ ბრძოლაში.

დღეს ჩვენ გვაქვს ძმური ურთიერთობა. მოგეხსენებათ, რომ ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ. კაცობრიობა მივიდა უფსკრულთან და ჩაიხედა მასში.

ვატიკანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მრავალი საუკუნე გრძელდებოდა. ძმობითა და სიყვარულით განვლეთ ჩვენ 20 საუკუნე. თქვენი ვიზიტი დიდად მნიშვნელოვანია და ჩვენ კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით",- ბრძანა პატრიარქმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×