რეზონანსი
29.12.2019

(რეზონანსი) პოლიციამ ზუგდიდში 35 წლის გარდაცვლილი ქალის მეუღლე დააკავა. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს.

დაღუპულის ოჯახი მამაკაცს ძალადობაში ადანაშაულებს. ახლობლების ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები აქვს.

გარდაცვლილი სოფელ შამგონას საბავშვო ბაღის თანამშრომელი იყო. ბაღის დირექტორის თქმით, ოჯახური კონფლიქტის შესახებ, ეკა მიქავას გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი.

"მისდევდა მეუღლე თურმე და გაიქცა გოგო. მერე არ ვიცით, თავი შეაფარა და მერე ჩაიფიქრა ეს თუ როგორ მოხდა არ ვიცით. არაჩვეულებრივი თანამშრომელი იყო, სიცოცხლით სავსე," - ამბობს სოფელ შამგონას ბაღის გამგე ლელა სორდია.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით და 115- ე მუხლის 1 ნაწილით აღიძრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×