
(რეზონანსი) ზუგდიდში, ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის მულით პოლიციამ მისი მეუღლე დააკავა, მას გამოძიება ასევე ედავება ძალადობასაც.
არსებული ინფორმაციით, ბაკურ სორდია მის მეუღლეს რეგულარულად სცემდა.
ძალადობის შესახებ იციდა თითქმის ყველამ, მათ შორის „ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ხუბუამ, რომელსაც მსხვერპლი დასამხარებლად მიმართავდა.
დაღუპულს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ის საკუთარ სახლშია გადასვენებული.
დაღუპული ახალგაზრდა ქალის, ეკატერინე მიქავას ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ იგი ნაწამებია.
"ნახეთ, ცხედარი წამებულია, კბილითაა ამოჭმული, ზურგი დალურჯებულია, თავი გახეთქილი აქვს" - აცხადეს დაღუპულიც ახლობელი.