რეზონანსი
29.12.2019

(რეზონანსი) ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოში კარდინალის ვიზიტმაც გარკვეული წვლილი შეიტანა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხში.

"ფაქტობრივად მეორე პირია კარდინალი, რომელიც ჩამოვიდა, ამიტომ ამანაც დიდი როლი შეასრულა, ჩვენ მათაც მივმართეთ თხოვნით და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერმა გარკვეული წვლილი შეიტანა ექიმის გათავისუფლების საკითხში. რომის საყდარი დათანხმდა, რომ ამ საქმეში ჩარეულიყო, შესაძლოა ისინი ცხინვალშიც ჩასულიყვნენ, რადგან შეუზღუდავი გადაადგილების უფლება აქვთ," - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×