რეზონანსი
29.12.2019

(რეზონანსი) ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა წოწერია გუშინ შამგონაში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

„ძალიან ცუდი, სამწუხარო ფაქტი მოხდა სოფელ შამგონაში. იპოვეს გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი, რომელმაც, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

აღნიშნული ფაქტი მომხდარია ჩვენი მაჟორიტარის, ზაზა ხუბუას სახლის ეზოში მდებარე საქონლის სადგომში, რომელიც გარდაცვლილის და ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის სახლებს შორის მდებარეობს - გარდაცვლილი ზაზა ხუბუას მეზობელია.

ავრცელებენ, თითქოს ეს ფაქტი ხუბუას სახლში მოხდა, რაც არასწორი ინფორმაციაა. სინამდვილეში ამ ფაქტთან ზაზა ხუბუას არანაირი შეხება არ ჰქონია.

დარწმუნებული ვარ, გამოძიებისგან კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მივიღებთ, მანამდე კი ყველას ვთხოვ თავი შეიკავოს არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან,"- აცხადებს წოწერია.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალი რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, ახლობლებმა ბოსელში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი ქალის ახლობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×