ტატა შოშიაშვილი
29.12.2019

ამ წუთებში უკრაინის სამთავრობო ძალებსა და სეპარატისტულ დონბასსა და ლუგანკს შორის ტყვეების გაცვლა მიმდინარეობ. ბოლო ორი წლის განმავლობაში დაპირისპირებული მხარეები ტყვეებს პირველად ცვლიან, თუმცა არათანაბარი რაოდენობით. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ბი-ბი-სი" იუწყება.

აღსანიშნავია, რომ იმ პატიმრებს შორის, რომელიც უნდა გაცვალონ „ბერკუტის" მებრძოლებიც არიან, რომელთაც ბრალი ედებათ 2014 წელს „მაიდანის" დროს ხალხის ჩაცხრილვაში.

პატიმრების გაცვლა დაპირისპირების ხაზის მახლობლად მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება. იფიციალური კიევი 87 ტყვე სეპარატისტს ათავისუფლებს, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ხელისუფლებები კი - 55 უკრაინელ მებრძოლს. 2 წლის წინ ჩატარებული გაცვლის დროსაც არ იყო თანაბარი რაოდენობა - უკრაინამ სეპარატისტებს 233 ადამიანი გადასცა 73-ის სანაცვლოდ.

პირველად ტყვეთა გაცვლის შესახებ საუბარი 9 დეკემბერს დაიწყეს, როდესაც პრეზიდენტები პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს „ნორმანდიული ფორმატის" ფარგლებში პარიზში შეხვდნენ. თუმცა, მაშინ ზუსტი თარიღი არ დათქმულა. 28 დეკემბერს, გვიან ღამით კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 29 დეკემბერს მოხდებოდა პატიმრების გავლა სეპარატისტებსა და უკრაინას შორის.

18 დეკემბერს, პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ, ვერ მოხერხდა პატიმრების ზუსტი სიის დადგენა. საბოლოო სიის შედგენა მხოლოდ 23 დეკემბერს მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×